axali iuridiuli jgufis Sesaxeb

ახალი იურიდიული ჯგუფი შეიქმნა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტების მიერ.

კომპანიას აქვს რესურსი მოემსახუროს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ჩვენი ძირითადი პრინციპებია კლიენტის კმაყოფილება, ნდობა, კომფორტული თანამშრომლობის გარემოს შექმნა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ახალი ტიპის კორპორატიულ იურიდიულ მომსახურებას. თქვენ მოგემსახურებათ კომპანიის იურისტი, რომლის სამუშაო სფერო და გამოცდილება მაქსიმალურად ახლოს იქნება თქვენი საქმიანობის სფეროსთან, რაც ამავე დროს არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვა იურისტების ჩართულობას კონკრეტული კორპორატიული კლიენტის მომსახურებისას.

გავითვალისწინეთ ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები და მაქსიმალურად მოვარგეთ ჩვენი კორპორატიული მომსახურების ტარიფები მათ ინტერესებს ისე, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ თავად აირჩიონ ის მომსახურების პაკეტი, რომელიც საქმიანობის კონკრეტულ ეტაპზე მაქსიმალურად მორგებული იქნება მათ მოთხოვნილებებთან ამ სფეროში, რაც ეფექტური იქნება როგორც ურთიერთთანამშრომლობის, ასევე გაწეული მომსახურების საზღაურის რაციონალურობის თვალსაზრისით.

 

Cveni jgufi gTavazobT:

მომსახურების სხვადასხვა ტიპის პაკეტს იურიდიული პირებისათვის;

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თქვენზე მორეგებული ინდივიდუალური პაკეტის შემუშავებას;

სერვისის ფართო სპექტრს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სამეწარმეო და სამართლის სხვა სფეროებში;

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ჩვენ ვხდებით თქვენი ახალი სანდო და ერთგული იურიდიული პარტნიორი.

Cveni gundi

 

ალექსანდრე მაისურაძე

მმართველი პარტნიორი
საქმიანობის სფერო
a.maisuradze@newlegal.ge

სოფიკო ნოღაშვილი

პარტნიორი
საქმიანობის სფერო
s.nogashvili@newlegal.ge

ეკატერინე იობაძე

პარტნიორი
საქმიანობის სფერო
e.iobadze@newlegal.ge

შალვა მანძულაშვილი

პარტნიორი
საქმიანობის სფერო
sh.mandzulashvili@newlegal.ge