ალექსანდრე მაისურაძე
მმართველი პარტნიორი, ადვოკატი. 30 წელზე მეტი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.
ჩვენი ადვოკატები და იურისტები აერთიანებენ ღრმა სამართლებრივ აზროვნებას, მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას და მაღალ ეთიკურ სტანდარტებს.

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი. 30 წელზე მეტი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.
პარტნიორი, ადვოკატი. 30 წელზე მეტი გამოცდილება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციით.
პარტნიორი, ადვოკატი. 30 წელზე მეტი გამოცდილება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციით
იურიდიული საკითხი ხშირად სამართლის მხოლოდ ერთ სფეროს არ მიეკუთვნება. სახელშეკრულებო დავა შეიძლება ერთდროულად უკავშირდებოდეს ქონებრივ, ადმინისტრაციულ, საგადასახადო ან ბიზნეს საკითხებს. ჩვენი გუნდი აფასებს სრულ სურათს, გამოყოფს მნიშვნელოვან გარემოებებს და შეგირჩევთ შესაბამისი პროფილის იურისტს ან იურისტებს, რომლების საჭიროების შემთხვევაში კოორდინირებულად იმოქმედებენ თქვენს საქმეზე მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მისაღწევად.
ვმუშაობთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მთელ საქართველოში. შეხვედრა შესაძლებელია ოფისში ან ონლაინ, კომუნიკაცია კი — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქმეზე პასუხისმგებელი იურისტი მომსახურების დაწყებამდე შეისწავლის საქმეს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას, განმარტავს მოსალოდნელ პროცესებს, შესაძლო რისკებს და პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებს.
ჩვენი მიზანია, მათი გადაწყვეტის პროცესი თქვენთვის მარტივი, ხოლო შედეგი — ეფექტური იყოს.
ინდივიდუალურ გამოცდილებას გუნდურ კოორდინირებულ მიდგომასთან ვაერთიანებთ.
სიღრმისეულად ვაანალიზებთ დეტალებს, რომლებიც შედეგს განსაზღვრავს.
სენსიტიურ საკითხებს კონფიდენციალობის უმაღლესი სტანდარტით ვუდგებით.
გთავაზობთ მკაფიო, რეალისტურ და ქმედით რჩევებს.